понедельник, 17 ноября 2008 г.

პროექტის სახელი :ენერგიის ალტერნატიული წყაროები

პროექტის მოკლე აღწერა : თემის გაცნობისას მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების მნიშვნელობა

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ელ. ენერგიის მიღების არატრადიციულ წყაროებს, კერძოდ-მზის ენერგიის, ქარის ენერგიის და ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგიის გამოყენების საკითხებს

მოიძიებენ საინტერესო მასალას -გამოკითხვის ,ინტერნეტის საშუალებით;

გამოთქვამენ ჰიპოთეზას-რა მოხდება,თუ დედამიწის წიაღში გამოილევა ტრადიციული ენერგიის წყარო

ჩაატარებენ ჟურნალისტურ კვლევას-რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ, რამდენად ეთანხმებიან აზრს იმის შესახებ, რომ საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი საშუალებას იძლევა ენერგიის ალტერნატიული წყაროები გამოვიყენოთ სხვადასხვა რეგიონში

მონაწილეთა ასაკი: 13-17 წელი, მე-8-12 კლასები

ვადები :4 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაციის შესწავლა,დამხმარე ლიტერატურის მოძიება ,მოსახლეობის გამოკითხვა, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული ფოტო მასალის გამოფენა, პრეზენტაცია, ელ. ვერსიის შექმნა ,შესრულებული სამუშაოს ანალიზი

მოსალოდნელი შედეგები: ფოტო გამოფენა, სლაიდ შოუ, ბლოგი, პროექტი

სარგებელი სხვებისთვის: ინფორმაცია ფართო მასებისთვის, დაინტერესება ენერგიის ალტერნატიული წყაროებით

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან კავშირი: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია

მონაწილეები სხვა სკოლებიდან :92-ე საჯარო სკოლა ; 190-ე საჯარო სკოლა

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ცისანა წიქარაძე

პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: tsikaradze@gmail.com

პროექტის ფორუმი: ალტერნატიული ენერგია

პროექტის ვებ-გვერდი: cisana90.blogspot.com

20 комментариев:

Marika комментирует...

ძალიან დავინტერესდი იმის მიუხედავად, რომ არ ვარ ამ სფეროში ჩახედილი.
ვფიქრობ, ეს პროექტი უნდა აიტაცონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებმა

Insomnia комментирует...

ძალიან საინტერესო პროექტია. იმედია ბევრი სკოლა გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს. ყველა გაკვეთილი ასეთი საინტერესო თუ იქნება, ალბათ შატალო აღარ იარსებებს. :) წარმატებას გისურვებთ. :)

Otari комментирует...

გავეცანი პროექტს, ძალიან დამაინტერესა, დიდი სურვილი მაქვს მეც ჩავერთა მუშაობაში.

Unknown комментирует...

ძალიან საინტერესო და უაღრესად აქტუალური საკითხია.სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ პროექტზე

მაიკო комментирует...

მართალია ფიზიკის სპეციალისტი არ ვარ,მაგრამ თემა ძალიან მომეწონა და ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების მომავალი საზრუნავი.მარტო ეკოლოგიის თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ

Unknown комментирует...

ძალიან საინტერესო პროექტია , მზის ენერგიის გარდა დავამატებდი ქარის და ნარჩენების გადამუშავებით მიღებულ ენერგიას . სიამოვნებით ვიმუშავებდი თქვენთან ერთად ამ პროეკტზე

Unknown комментирует...

გავეცანი თქვენ პროექტს.ამ პროექტით თქვენ გამოხატავთ ყველა ადამიანის სურვილს იცხოვროს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.ძალიან მაინტერესებს პროექტის შემდგომი განვითარება

Unknown комментирует...

ძალზედ ყურადსაღები თემაა.განსაკუთრებით დღეს,როდესაც ენერგიის ძირითადი წყაროები(ნავთობი,გაზი და სხვა) მსოფლიო პოლიტიკისა და ვაჭრობის საგნებია. ამიტომაც ენერგიის ალტერნატიული წყარობი უნდა გახდეს არამარტო პატარ–პატარა ჯგუფებში განსახილველი თემა არამედ ფართო მასებისთვის საინტერესო საკითხი. ასე რომ იმედი მაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ექნება გამოხმაურება.

Анонимный комментирует...

zalian momecona,..rac mtavaria, momavlis xedvaa da ekologourad sufta...

Unknown комментирует...

გავეცანი პროექტს და ძალიან მომეწონა. სიამოცნებით ვიმუშავებდი ამ საკითხზე თუ შესაძლებელი იქნება

nana комментирует...

dedamiwis mosaxleobis zrdasTan erTad ganusazRvrelad izrdeba energoresursebis moxmareba , pirvel rigSi ki navTobisa da gazis produqtebisa.
ra moxdeba, Tu dedamiwis wiaRSi gamoileva tradiciuli energiis wyaro? – metad damafiqrebeli sakiTxia. aqedan gamomdinare vfiqrob, rom energiis alternatiuli wyaroebis moZieba uaRresad aqtualuria.
qalbatono cisana, Zalian momewona Tqven mier SemoTavazebuli proeqti. msurs viTanamSromlo TqvenTan, aqtiurad CaverTo muSaobaSi da garkveuli wvlili Sevitano aRniSnuli proeqtis ganxorcielebaSi.
90-e skolis qimiis maswavlebeli nana barbaqaZe

Анонимный комментирует...

dzalian momewona mivesalmebi aseti saxis proktebis ganxilvas qartul online sivrceshi :)

Анонимный комментирует...

dzalzed sasixaruloaa rom saqartveloshic daiwyes am mnishvnelovan temaze saubari da vimedvneb rom sxva skolis pedagogebic da moswavleebic dainteresdebian am temit. BeqUsHaa :))))

92skola комментирует...
Этот комментарий был удален автором.
92skola комментирует...
Этот комментарий был удален автором.
92skola комментирует...
Этот комментарий был удален автором.
Анонимный комментирует...

kargi iqneba, tu bevri moatsavle chaertveba aset proeqtebshi

Анонимный комментирует...

მოხარული ვარ რომ ასე მალე მოჰყვა ამ პროქტს გამოხმაურება:)

Анонимный комментирует...

ბიომასაზე მომუშავე ენერგეტიკულ აგრეგატებს აქვთ პერსპექტივა საქართველოში. საშუალო და დიდი ზომის ფერმა საკმარის ნაკელს გამოიმუშავებს, რომ თავი გაითბოს და გაინათოს. საწვავი მუქთია და მოწყობილობის დაყენებაც არ დაუჯდება ძვირი მარჯვე კაცს. რაც მთავარია, ენერგიის მოწოდება ამინდის ჭირვეულობაზე არ იქნება დამოკიდებული.

ქარის ენერგია დენისთვის ცოტა ჭირვეულია, მაგრამ წყლის გადასაქაჩად გამოდგება. ჰოლანდიაშიც ხომ სწორედ ამ მიზნით იყენებენ ქარზე მომუშავე ენერგეტიკულ აგრეგატებს.P.S. imedia es inpormacia gamoadgeba am proeqtis avtors.. Bequshaa :)))

Анонимный комментирует...

sainteresoa,magram uketesi iqneba meti impirmacia rom iyos mzis elementebze,vtqvat rogor sad sheizleba shezena da ase shemdeg:-D