პროექტის სახელი :ენერგიის ალტერნატიული წყაროები
პროექტის მოკლე აღწერა : თემის გაცნობისას მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების მნიშვნელობა
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ელ. ენერგიის მიღების არატრადიციულ წყაროებს, კერძოდ-მზის ენერგიის, ქარის ენერგიის და ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგიის გამოყენების საკითხებს
მოიძიებენ საინტერესო მასალას -გამოკითხვის ,ინტერნეტის საშუალებით;
გამოთქვამენ ჰიპოთეზას-რა მოხდება,თუ დედამიწის წიაღში გამოილევა ტრადიციული ენერგიის წყარო
ჩაატარებენ ჟურნალისტურ კვლევას-რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ, რამდენად ეთანხმებიან აზრს იმის შესახებ, რომ საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი საშუალებას იძლევა ენერგიის ალტერნატიული წყაროები გამოვიყენოთ სხვადასხვა რეგიონში
მონაწილეთა ასაკი: 13-17 წელი, მე-8-12 კლასები
ვადები :4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაციის შესწავლა,დამხმარე ლიტერატურის მოძიება ,მოსახლეობის გამოკითხვა, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული ფოტო მასალის გამოფენა, პრეზენტაცია, ელ. ვერსიის შექმნა ,შესრულებული სამუშაოს ანალიზი
მოსალოდნელი შედეგები: ფოტო გამოფენა, სლაიდ შოუ, ბლოგი, პროექტი
სარგებელი სხვებისთვის: ინფორმაცია ფართო მასებისთვის, დაინტერესება ენერგიის ალტერნატიული წყაროებით
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან კავშირი: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია
მონაწილეები სხვა სკოლებიდან :92-ე საჯარო სკოლა ; 190-ე საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ცისანა წიქარაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: tsikaradze@gmail.com
პროექტის ფორუმი: ალტერნატიული ენერგია
პროექტის ვებ-გვერდი: cisana90.blogspot.com